Friday, December 19, 2008

1. პროექტის სახელი:ბირთვული იარაღის მიმართ დამოკიდებულება“
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: პროექტის მონაწილეები გამოკითხვის გზით აგროვებენ ინფორმაციას ბირთვული იარაღის დამოკიდებულების შესახებ, მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.
3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები აღწერენბირთვული ენერგიის მიღებისა და გამოყენების გზებს. მოიპოვებენ ინფორმაციას ბირთვული ურთიერთქმედების შესახებ და ადარებენ ამ ურთიერთქმედებას ელექტრულთან დაგრავიტაციუBoldლთან.წინასწარ ადგენენ კითხვარს აწარმოებენ მოსახლეობის გამოკითხვას ბირთვული იარაღის მიმართ დამოკიდებულების გამოსავლენად. შედეგებს დიაგრამის სახით წარმოადგენენ.
4. მონაწილეთა ასაკი: 15-18
5. ვადები/ხანგრძლივობა: 25.12.2008 წელი- 25.04.2009 წელი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები დაიყოფიან ჯგუფებად.ერთმა ჯგუფმა გამოკითხოს მხოლოდ 60 წელს გადაცილებული ადამიანები, მეორემ--მასწავლებლები, ექიმები, მესამემ--მოსწავლეები, მეოთხემ-- ჯარშიან რეზერვისტებად ნამყოფი ადამიანები. მოსწავლეებმა უნდა აუხსნან რესპოდენტებს,რომ მათ დახმარება სჭირდებათ, აინტერესებთ გულახდილი პასუხები. მოსწავლეებს კითხვარი წინასწარ აქვთ გამზადებული, რომელიც ასე გამოიყურება:
*არის თუ არა თქვენთვის ცნობილი ბირთვული იარაღის არსებობა?
*თქვენი აზრით, რამდენი სახელმწიფო ფლობს ბირთვულ იარაღს?
*ამჟამად რომელი სახელწიფო ცდილობს ბირთვული იარაღის შექმნას და ვინ ეწინააღმდეგება მას?
*რობორ ფიქრობთ, აუცილებელია ბირთვული იარაღის წარმოება?
*აუცილებელია თუ არა ბირთვული იარაღის გამოცდა?
*იცით თუ არა, როდის მოხდა ბირთვული იარაღის გამოცდა, ვინ გამოსცადა და სად?
*ამართლებთ იმ ქვეყნებს, რომლებმაც გამოსცადეს ბირთვული იარაღი?
*იცი თუ არა,რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ბირთვული იარაღის გამოყენებას?
*იქნები თანახმა, რომ ბირთვულიიარაღი თქვენს ქვეყანაში გამოსცადონ?
*როგორ ფიქრობთ, ბირთვული იარაღი არის თუ არა თავდაცვის გარანტია?
*გაქვთ თუ არა სურვილი საქართველოს ჰქონდეს ბირთვული იარაღი?
როდესაც დაასრულებენ გამოკითხვას, თითოეულმა ჯგუფმა უნდა შეაჯამოს გამოკითვის შედეგები. შედეგის მიხედვით შეიძლება რამდენიმე დიაგრამის აგება სხავადასხვა ნიშნის მიხედვით.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება პროექტის ელექტრონული ვერსია, მოსწავლეები მიეჩვევიან რესპოდენტებთან მუშაობას. გაიღრმავებენ კომპიუტერთან მუშაობას, შეისწავლიან ვებ-2.0 ის სერვისებს. შედგება საინტერესო- შემეცნებითი პრეზენტაციები.
8. სარგებელი სხვებისთვის: ბირთვული იარაღის მიმართ დამოკიდებულების ელექტრონული ვერსია, რომელსაც შექმნიან პროექტში მონაწილე მოსწავლეები.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთანკავშირი: ფიზიკა, ბიოლოგია
11.პროექტის ფასილიტატორის სახელი:რუსუდან ბერეკაშვილი
12პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:rusobereka@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://birtiar.blogspot.com/